საახალწლო ღონისძიებები შუახევში

20 დეკ 2025

მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო შუახევში. საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით განათდა დაბა შუახევის ქუჩები.

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამო მუსიკალურად ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლასთან არსებულმა მოსწავლეთა გუნდმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მერცხალი" და ბენდი -„117“  გააფორმეს.

მომდევნო სადღესასწაულო ღონისძიება შუახევში 26 დეკემბერს გაიმართება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება.