21 დეკ 2025
საახალწლო ღონისძიებები დაიწყო რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
მთავარი ნაძვის ხე გუშინ საზეიმოდ აინთო ხულოსა და შუახევში. აქ საზეიმო განწყობა მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რომელიც ბოლოს ფოიერვერკით დასრულდა.
რაც შეეხება ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთს - ნაძვის ხის ანთების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.