24 დეკ 2025
„შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის მონაწილეებს დღეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. პროგრამას კოლეჯი „ბლექსი“ და აჭარის დასაქმების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობაა. წელს ქვეპროგრამაში ათი ბენეფიციარი მონაწილეობდა, მათი ნაწილი უკვე დასაქმდა. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.