26 დეკ 2025
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ევროპის მოედანზე გუშინ საღამოს გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგენენ „რანინას“ მონაწილეები და ზვიად ბოლქვაძე ბენდით.
ევროპის მოედანზე საზეიმოდ მოწყობილ საახალწლო სივრცეში წარმოდგენილია ასევე სამეწარმეო, გასტრონომიული და სანტას კუთხეები, იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
ბათუმი ახალ წელს 31 დეკემებერს გალა კონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.