საახალწლო კონცერტი შუახევში

26 დეკ 2025

შუახევში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. პროგრამა საბავშვო აქტივობებითა და ზღაპრის გმირების წარმოდგენებით დაიწყო.

პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. მადლობის სიგელებით მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული შუახეველები დაჯილდოვდნენ.

სცენაზე წარდგნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე მოწვეული შემსრულებლები.