29 დეკ 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
“დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.