აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

30 დეკ 2025

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 50 სანტიმეტრია.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკები და ადამიანური რესურსი.

ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომლბილო გზები.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.