29 დეკ 2025
დღეს და ხვალ სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ძლიერ თოვას, ნისლს, ქარბუქს, გზებზე ლიპყინულსა და ზვავსაშიშროებას ვარაუდობენ. ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება. მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის წყალი.
ამ ეტაპზე წყალარინებასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის შეფერხება არ ფიქსირდება. აქვე გეტყვით, რომ ბათუმში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები არ გადაიდება.