2025 კულტურული მოვლენები

29 დეკ 2025

2025 წელი გამორჩეული იყო კულტურის სფეროსთვის.

კულტურული მემკვიდრეობის აღდგენილი ძეგლები, თეატრალური და კინო-პრემიერები, იუნესკოს ისტორიული გადაწყვეტილება ქართულ ხორბალთან დაკავშირებით და ასევე მეზობელი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა აშოტ კურაპალატის სამარხთან დაკავშირებით, კერძოდ,როგორც უკვე ცნობილია, თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი აღმოაჩინეს.

2025 წელი კულტურული თვალსაზრისით დატვირთული იყო აჭარაშიც. ახალი თუ ტრადიციული ფესტივალები, ფერადი ღონისძიებები და ზღვისპირა ქალაქისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და  მნიშვნელოვანი დღეები.