30 დეკ 2025
აჭარის მაღალმთიანეთში, ამ დროისთვის აღარ თოვს, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება, ხოლო დაბაში მისი სიმაღლე დაახლოებით 50 სანტიმეტრია.
გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ადამიანური რესურსი.
უწყების ინფრომაციით, ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გადაადგილება რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.