საშობაო ალილო ხულოში

07 იან 2026

''ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა ხულოში ხარების სახელობის ეკლესიიდან 12 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა.

სასულიერო პირებმა მორწმუნეებთან ერთად დაბა ხულოში ქუჩები ხატებით და გალობით მოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცეს.