15 იან 2026
თბილისის საქალაქო სასმართლოში, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული ათი პირის პროცესი გაიმართა.
ბრალდებულებს შორის არიან, ე. წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან. პროცესს რამდენიმე სხდომის გამოტოვების შემდეგ დღეს პაატა ბურჭულაძეც დაესწრო.
დღევანდელ პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა, დაიკითხა ორი მოწმე, მათ შორის ექსპერტი, რომელსაც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა აქვს ჩატარებული. ასევე, პროკურატურამ გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულებები და მხარეები გაეცნენ, წერილობით მტკიცებულებათა ნუსხასაც.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც იმ ბრალზე და მუხლებზე ისაუბრა, რასაც მას პროკურატურა ედავება.
ბურჭულაძის თმით, არც ერთ ბრალს, საფუძველი არ აქვს. პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ საქმეში არ არსებობს, არც ერთი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მან ძალადობრივი განცხადება გააკეთა და ვინმეს ძალადობის ორგანიზებისკენ მოუწოდა.
სხდომაზე ბრალდებულმა, ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვაზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც პროკურატურამ განაცხადა, რომ კომუნიკაციის აკრძალვას, ფორმალური საფუძვლები აქვს.