23 იან 2026
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა. დირექტორობის მსურველია ირაკლი კიკვაძე. კონკურსის პირველი ტური ორშაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.
ირაკლი კიკვაძე ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.
მისივე თქმით, შემუშავებული აქვს ტელევიზიის განვითარების განსხვავებული და ინოვაციური კონცეფცია, რომლის შესახებაც იგი სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრების ეტაპზე წარადგენს.