ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 88 ადამიანს ბრალი წარედგინა

23 იან 2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.