დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე - ვიქტორ ორბანი

25 იან 2026

დონალდ ტრამპი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანის თქმით, ტრამპის ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოს.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე. ის იღებს რეალურ გამოწვევებს, აღწევს დადებით შედეგებს და ხელს უწყობს პროგრესს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასეთი ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოში მშვიდობისმოყვარე ადამიანებს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!”- წერს ორბანი.