მოხალისეთა შესარჩევი პროგრამა

28 იან 2026

მოხალისეთა შერჩევის პროგრამის ფარგლებში ხულოს მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ კანდიდატებთან გასაუბრება გამართა.

მერიის ინფორმაციით, შერჩევის პროცესის  მიზანია 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის  შემუშავებაში, პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მათ აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით და საინფორმაციო-გაცნობით აქტივობებში.

გასაუბრების ეტაპზე შეფასდა კანდიდატების მოტივაცია, იდეები და ინიციატივები.  პროგრამის ფარგლებში 20 მოხალისე შეირჩევა.