გომარდულის თასი

29 იან 2026

ტრადიციული სათხილამურო ტურნირი „გომარდულის თასი“ გაიმართა შუახევში, რომელიც 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრებაში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან 50-მდე მოთხილამურე მონაწილეობდა. ტურნირი გიგანტურ სლალომში ჩატარდა. 

გამარჯვებულ მონაწილეებს  ფასიანი საჩუქრები, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში კურორტ გოდერძიზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც შეირჩევიან ის მოთხილამურეები, რომლებიც  საქართველოს პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.