საკრებულოს სხდომა ქედაში

30 იან 2026

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. სხდომაზე დეპუტატებმა გასული წლის ქედის ბაგა ბაღების გაერთიანებისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამებისა და სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს.

გაწეული საქმიანობები უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა ქედაში 26 მაისის ქუჩაზე არსებული შენობის საოფისე ფართის პირველი სართული, პირდაპირი განკარგვის წესით,  სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს გადაეცემა.