გეკა გელაძემ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ განთავსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები მოინახულა

31 იან 2026

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა.

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს.

მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცველების საჭიროებებს.

გეკა გელაძემ გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.