31 იან 2026
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა.
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს.
მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცველების საჭიროებებს.
გეკა გელაძემ გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც დეპარტამენტის დირექტორისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
გეკა გელაძე, ასევე, იმყოფებოდა ზუგდიდში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამმართველოში, სადაც დაათვალიერა თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სამეგრელოში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახური ავრცელებს.