03 თებ 2026
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და წარმოების ზრდაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 40, 9 მილიონ ლარს შეადგენს. რომელიც 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას მოიცავს.
გაგრძელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.
საოჯახო მეურნეობების განვითარების მიმართულებით დაგეგმილია 2 500 პროექტის დაფინანსება, რამდენიმე პროექტის განხორციელება სოფლად მეწარმეობის ფარგლებში.
ასევე სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის აღწერა.