სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ხულოში

05 თებ 2026

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ხულოში.

შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ის პროგრამები გააცნეს, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და წყების მინისტრმა უშუალოდ ფერმერებისგან მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები.