05 თებ 2026
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა შუახევში სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 40,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა და 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას მოიცავს.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წელს დაფინანსდება საოჯახო მეურნეობის 2 500 პროექტი და სოფლად მეწარმეობის განვითარების არანაკლებ 7 პროექტი.