05 თებ 2026
„ლადო გუდიაშვილი და ქართული კინოავანგარდი“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლადო გუდიაშვილის, როგორც კინომხატვრის როლსა და მოღვაწეობაზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კინოდოკუმენტალისტმა და სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის ფონდის კოორდინატორმა ოლიკო ჟღენტმა ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა ქართული კინოს განვითარებაში ლადო გუდიაშვილის შემოქმედების როლს., ლექციას სტუდენტებთან ერთად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.