მაია გერსამიას ნამუშევრების გამოფენა

06 თებ 2026

“პარიზული ვოიაჟი” ბათუმელი მხატვრის, მაია გერსამიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში.

აკვარელით შესრულებულ ნახატებში, მხატვარმა პარიზში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცა და მიღებული ემოციების დამთვალიერებლისთვის გაზიარება ამ ფორმით სცადა.

მაია გერსამია არაერთი ნამუშევრის ავტორია და მის გამოფენებსაც ხშირად მასპინძლობენ. რაც შეეხება “პარიზულ ვოიაჟს” იგი აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.