10 თებ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
ხულოს მერიის განმარტებით, აბაშიძეების სამწევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იქნება გადაყვანილი და ქირით უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი დახმარება გაეწევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.