დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი ტარიფები დაუწესა

21 თებ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებით მას სურს, დაიცვას ქვეყანა. 

მისი თქმით, ახალი ტარიფების დაწესებას 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის თანახმად განიხილავდა. თუმცა, აღნიშნული ტარიფები ძალაში 150 დღის განმავლობაში დარჩება, თუ მათი მოქმედების ვადის გაგრძელებას მხარს აშშ-ის კონგრესი არ დაუჭერს.

დონალდ ტრამპის მიერ დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.