14 მარ 2026
კურორტ გომარდულში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი - სლალომში გაიმართა, რომელშიც ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების სპორტსმენები, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში დაახლოებით 30 სპორტსმენი ასპარეზობდა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი შუახევის სპორტული ცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა.რ. სამმართველოს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასევე კომპანია ვივამედის მხარდაჭერით ჩატარდა.