სმარტ-ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

16 ოქტ 2025

სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „აჭარული კინო ამბები“ ხულოსა და შუახევის ტურისტული ადგილების შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მოიცავდა, რომელიც მონაწილეებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს.

ქართველი და უცხოელი ჟიურის მიერ შეირჩა 20 საუკეთესო ფილმი, მათგან 2-ს გრან-პრი გადაეცა, მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კინომოყვარულები ეგვიპტიდან, სენეგალიდან, მავრიტანიიდან, კენიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. პროექტი  აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულია.