17 მარ 2026
,,მარტის ყვავილობა“ - ამ სახელწოდებით, დღეს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართა. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს ახალი პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და მაღალმთიან რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ისახავს მიზნად.
სცენაზე ქედის, შუახევის და ხულოს შემოქმედებითი ჯგუფები წარდგნენ და მაყურებელს სიმღერებითა და ცეკვებით დატვირთული მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს.
პროექტი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მოიცავს.