ხულოში რამაზან ბაირამი აღნიშნეს

20 მარ 2026

რამაზან ბაირამის ლოცვა ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედ მეჩეთებში. ლოცვას მრავალი მორწმუნე დაესწრო. მუფთმა   შეკრებილებს მშვიდობის, თანადგომისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. მორწმუნეების თქმით,  რამაზან ბაირამი არის  ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობისა და სიკეთის გაღების სიმბოლო.

ბაირამის დღეს  მორწმუნეები ტრადიციულად მოინახულებენ ახლობლებს, გასცემენ მოწყალებას და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.