24 მარ 2026
სოფელ წაბლანაში შაინიძეების 6-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას.