დღეს „შუახევობა“ გაიმართება

28 ოქტ 2025

შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სამზადისი მიმდინარეობს. მზადდება დეკორატიული კუთხეები. დღის განმავლობაში ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და  შუახევის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართება.  
ჩატარდება საპატიო შუახეველების დაჯილდოება, სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები. დაგეგმილია კონცერტი, სადაც ადგილობრივი ანსამბლები და ღამის შოუს ბენდი მიიღებს მონაწილებას.