03 ნოე 2025
ხვალიდან თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი ''ოპერა გროუვნ'' გაიმართება. წელს კონკურსში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან 41 ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები არიან.
პროექტის ორგანიზატორი და მასპინძელი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრია.