პროზაიკოს ინგა გოგიბერიძის წიგნის პრეზენტაცია

03 აპრ 2026

,,ამ გზიდან მოდიოდა მამაჩემი, ამ გზით მიდიოდა პაპაჩემი“-ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში პროზაიკოს ინგა გოგიბერიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

რაზე დარდობს, ფიქრობს და ოცნებობს ავტორი-ყველაფერი სწორედ ახალ კრებულშია თავმოყრილი.

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე ,წიგნის შეფასებისას ითქვა, ავტორი მთავარ სათქმელს მისეული ემოციით გადმოსცემს, რომელიც როგორც კოლეგები ამბობენ გაჯერებულია სიყვარულით, სევდითა და მარადიული მონატრებით.

ინგა გოგიბერიძე 14 წიგნის რედაქტორ-შემდგენელი და 7 პროზაული წიგნის ავტორია. ახალი წიგნი  საიუბილეოდ აჭარის მწერალთა სახლმა დაბეჭდა.