„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

08 აპრ 2026

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ადგილობრივები საერთო კრებებზე თავად ირჩევენ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც მათი სოფლის განვითარებას ემსახურება. ერთ-ერთ ძირითად საჭიროებად მოსახლეობა გარე განათების მოწყობას ასახელებს.