09 აპრ 2026
9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხულოში. გმირთა მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო სექტორის წევრებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს.
შეკრებილებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.