სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრლდებით, სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს

25 აპრ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით, სუს-ის ყოფილი და ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.