შუახევის საკრებულოს სხდომა

28 ნოე 2025

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. ცვლილების მიხედვით, საკრებულოში ფრაქციების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეთა რაოდენობა 4-დან 7-მდე გაიზარდა.   

სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში შეტანილი ცვლილების ფარგლებში, სოფელ ხაბელაშვილებში თავდაპირველად დაგეგმილი წისქვილის  მშენებლობის ნაცვლად, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, გარე განათების მოწყობა გადაწყდა.

საკითხები საკრებულოს წევრებს შესაბამისი სამსახურების უფროსებმა წარუდგინეს.