29 აპრ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იყო. წარმოდგენილი ინფორმაციით, გასულ წელს ბიუჯეტი 40 მილიონ 446 ათას 568 ლარს შეადგენდა, საიდანაც 94.35 პროცენტის ათვისება მოხდა.
საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებები. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 34 სოფელში გზების პრობლემურ მონაკვეთებზე მზა ბეტონის შესყიდვა იგეგმება, 29 სოფელში გარე განათების მოწყობა, ხოლო 21 სოფელში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში თანხები გამოიყო სხვადასხვა საჭირო საქონლის შესაძენად.