30 აპრ 2026
,,კულტურა მთაში“ პროექტის ფარგლებში კონცერტი გაიმართა ხულოში.
,,საგალობელი აპრილს"- ამ სახელწოდებით კონცერტი ხულოს დრამატულ თეატრში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ ჩაატარა.
რეპერტუარი როგორც კლასიკურ ისე თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს აერთიანებდა.
,,კულტურა მთაში“ პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი ხულოში მაისში ჩატარდება.