02 მაი 2026
„წიგნები აზრის ხომალდებია“ – ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი, რომლის მიზანიც მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების, მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებაა, დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს, ფინალურ ეტაპზე კი შესაბამის თემატურ კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქარები და სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მხარდამჭერი ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაა“.