02 მაი 2026
დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი კვლავ უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანანიძე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა.
"საინტერესოა, კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე: საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი... დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი კვლავ უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან," - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.