პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა

09 დეკ 2025

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს  საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ინვესტიციების მიმართულებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.