ხულოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა

14 მაი 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომელშიც 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო.

შეჯიბრების ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა თემატიკის კითხვებს უპასუხეს და საკუთარი ცოდნა და ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ, ასევე მათთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტური ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში.