15 მაი 2026
რაქვთის საჯარო სკოლაში პოეტ ნანა შაინიძესთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ იხილა ვახტანგ გოგრაჭაძის ფილმი, რომელიც პოეტის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებაზე რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები და წარმოადგინეს ჩანახატები.
საკუთარი შემოქმედების შესახებ პოეტმაც ისაუბრა და განსაკუთრებული ემოციით გაიხსენა ამავე სკოლაში გატარებული წლები.