დიდაჭარაში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა

16 მაი 2026

„დიდაჭარობის თასი“ - დიდაჭარაში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან 2011-2013 წლებში დაბადებული, 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ახალგაზრდა ფალავნები 6 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ქობულეთის ქართული ჭიდაობის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე შუახევის ნაკრები გავიდა , ხოლო მესამეზე  ბათუმის გუნდი.