„ბოლო ზარი“ - ხულოში

20 მაი 2026

170 მეთორმეტეკლასელისთვის ბოლო ზარი დაირეკა ხულოში.

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.  

ბოლო ზარი ემოციური აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, წარმატებები უსურვეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს.