ბოლო ზარი ქედაში

20 მაი 2026

ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა ქედის სკოლებშიც. წელს სკოლა 138-მა მოსწავლემ დაასრულა.

დაბა ქედის სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.