ბოლო ზარი შუახევში

20 მაი 2026

ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში.

მუნიციპალიტეტში 86 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი. ახალგაზრდებმა სკოლის დასრულება საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს.

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანეთის დელეგატი, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათ კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.